„ვაჭარმა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მოტივაცია არის ფული და არა ეროვნული ინტერესი, პერსონალური კეთილდღეობა და არა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის პირობებში არ მოხდება არავითარი სტაბილიზება დასავლეთთან, რაც არ არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ეს პასუხისმგებლობის არიდება, რომელსაც ვხედავთ სინამდვილეში არის იმის გამოხატულება, რომ ივანიშვილს არ სურს ურთიერთობების სტაბილიზება პოლიტიკურ დასავლეთთან და არც აშშ-სთან, არამედ სურს, რომ საქართველო ჩააბაროს, სრულად და საბოლოოდ, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ და ისიც კი თქვა, რომ მზადაა დასავლეთს დაეკითხოს, თუ როგორ დახარჯავს საკუთარ ფულს, ოღონდ კი მიიღოს საკუთარი მილიონები უკან.

ეს არის ივანიშვილის ერთადერთი მამოძრავებელი ფორმულა და ეს არის ის, რის გამოც ივანიშვილი მილიონობით ქართველს და ქართულ სახელმწიფოს სწირავს და უმონებს რუსეთის ფედერაციას“,- ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.