„ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს. ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს.

ჩვენ პასუხს ველით. ბურთი რუსეთის მოედანზეა,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ცნობისთვის, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.