,,როდესაც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ამირჩიეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა, დაირღვეოდა და თანდათანობით გაქრება ჩემი ქვეყნიდან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთის მიყოლებით ვიხილავდი პროევროპული პარტიების ლიდერების დაპატიმრებას მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ნების გამო.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მედია მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით დასრულდებოდა და გაქრებოდა თავისუფლების, ფინანსების, ყველაფრის ნაკლებობის გამო. დღეს კი საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ იქნა არჩეული, არ იქნა არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, გადაწყვიტა ჩვენი კონსტიტუციის და უფრო მეტიც, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მკვეთრად შებრუნდეს ევროპისგან, დემოკრატიისგან.
წლების განმავლობაში საქართველო ევროპულ ინტეგრაციას მისდევდა, ახორციელებდა მნიშვნელოვან რეფორმებს, იმსახურებდა მხარდაჭერას მთელ კონტინენტზე და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბოლოდროინდელი ტალღების მიუხედავად, ქართველების დაახლოებით 80% კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. დღეს კი, ამ დიდი უმრავლესობის ნება იგნორირებულია.
მმართველი რეჟიმი ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონმდებლობას, კრემლის სტილის ან მოსკოვში დაწერილი კანონების შემოღების ზომებს და თრგუნავს წინააღმდეგობას. 200 დღეზე მეტია ქუჩებში აქციები იმართება, დამოუკიდებელ მედია თავს ესხმიან, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და 60 აქტივისტი განაჩენს ელოდება. დღეს საქართველოში პრევენციული პატიმრობა ცხრა თვეა, რაც რუსეთში არსებულზე მეტია. ჟურნალისტი, ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სახედ, სიმბოლოდ იქცა. მას შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება არაფრისთვის, მაგრამ ყველაფრისთვის, რადგან ის იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ციხიდანაც კი. რეპრესიები, დაშინება, კონტროლი და მაინც ხალხი არ ნებდება,”- ამის შესახებ საქართვევლოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.