„რაისა [რასა იუკნევიჩიენე] კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს, ოღონდ ცარიელ დარბაზში. წარმოგიდგენიათ, 700-ზე მეტი ევროპარლამენტარია იმ ორგანიზაციაში გაწევრიანებული, რვა კაცი იყო, ნახეთ ხომ? ჩვენს ოპოზიციურ არხებს ჯერ არ უნდოდათ, ეს „ფართო კადრი“ აეღოთ, მაგრამ გამოჩნდა. იმ რვა კაციდან, სამმა თავზე დაახურა, უთხრა, მიუთითა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც ჩასაფრებული არიან საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოსთან რა გინდათ, მშვიდობა შეინარჩუნეს, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იმპიჩმენტს უწყობენო. მე თუ მკითხავთ, არსებობს გონივრული ეჭვი, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული თემები ევროპარლამენტში, რომ ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან. ასეთი პრობლემები აქვთ და რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, იცლიან, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დაკავებული მოძალადეები სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან. მინდა, კითხვა დავუსვა კალასს, ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს პოლიციელს, რა პოზიცია გექნებათ, იტყვით, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო? არ იტყვით. ვნახეთ, როგორ იქცევით თქვენს სახელმწიფოებში და საქართველო რატომ გგონიათ მაჩანჩალა, მესამე და მეოთხე რანგის ქვეყანა? ყველა პუნქტში, ყველა ინდექსში საქართველო წინ არის, ვიდრე თქვენი სახელმწიფოები. მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, სიტყვის თავისუფლებაში, მათ შორის მთავრობის მიმართ ნდობაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ, მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაშავებას. ყველაფერი ჩანს, ეს როგორი ხელოვნურიც არის. ასე რომ, რაისას გადაეცით, გორბაჩოვს ვაფიცებ, არ უნდა ეს, შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით. რა არის ეს? ეს არის თავისუფლების, მშვიდობის, მართლმადიდებლობის, ქართული ღირებულებების დაცვა, რომელიც არის იგივე ევროპული ღირებულებები და ჩვენ ამას ბოლომდე გავიტანთ,”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ გამართულ დებატებს გამოეხმაურა.