,,ქართული ოცნება” დაშინების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს. მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემაა, არამედ პირდაპირი გამოწვევაა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის – სტუდენტებისთვის, მედდებისთვის, ფერმერებისთვის, მუშებისთვის, მასწავლებლებისთვის – საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტისთვის, რომელთაც მაინც სურთ ევროპული მომავალი; რომლებსაც მაინც სწამთ თავიანთი თავისუფლების და რომლებიც მაინც უწევენ წინააღმდეგობას თავიანთ ხელისუფლებას და 200-ზე მეტი დღის შემდეგ მაინც აპროტესტებენ,”-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა.