უმეროვმა რუსულ მხარეს მომდევნო კვირას შესთავაზა შეხვედრა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა.

“ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა უმეროვმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა. მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია. ყველაფერია გასაკეთებელი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. და რუსულ მხარემ გადაწყვეტილებებისგან დამალვა უნდა შეწყვიტოს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა დააანონსა.