„რა თქმა უნდა, არ ვართ მზად [ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის]. ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული. რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს – ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს. მგონი, კუბილიუსი ზახაროვაზე უარესიც არის. კუბილიუსი კატასტროფაა. კუბილიუსი პირდაპირ ემტერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მტრობის მეტი არაფერი უკეთებია. კონკრეტულად კუბილიუსზე გეუბნებით, რომელიც მტრობს ჩვენს ქვეყანას ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,”-ამის სესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.