“ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის,” – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ  განაცხადა.  „რაც შეეხება ურთიერთგაგების მემორანდუმს, შეტყობინებების გაცვლა გრძელდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის“, – განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.  ასევე, მისი თქმით, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ომის დასრულების საკითხზე ვართ კონცენტრირებული“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.