“ საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საჭიროების შემთხვევაში, განახლების სრული შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია, როგორც იქ, ისე მთელ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძვირადღირებულ და მასობრივი წარმოების საბრძოლო მასალას შორის ბალანსს ვიცავთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოთმინებას იჩენს, რათა ისეთ შეთანხმებას მიაღწიოს, რომლის ფარგლებშიც ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს.