სურსათის უვნებლობა იწყება ფერმიდან და სრულდება სუფრაზე, ამას შეგვიძლია სურსათის უვნებლობის ჯაჭვი ვუწოდო, ყველას თავისი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია. ამ და სხვა საკითხებზე დეტალურად ინტერვიუში სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა ისაუბრა.
რამდენად უსაფრთხოა მარკეტსა თუ ბაზარში შეძენილი პროდუქტი? რეალიზაციის ადგილები, რომლებიც კონტროლდება სახელმწიფო ორგანოების მიერ, ნაკლები რისკის შემცველია. ყველაზე დიდი რისკი არსებობს ისეთ ადგილებში – სადაც არ ხდება სახელმწიფო კონტროლი. ძირითადად ასეთი ადგილებია გარე ვაჭრობის სივრცეები. დღეის მდგომარებოთ კანონში არანაირი ბერკეტი არ არსებოს, რითაც სურსათის ეროვნლი სააგენტო გააკონტროლებს გარევაჭრობის ადგილებს. ამ ადგილებში თუ ხდება რეალიზაცია: ხორცის, რძის პროდუქტების. რისკი ძალიან მაღალია, ფაქტიურად არაა სანიტარული ნორმები დაცული არც სამაცივრე პირობების შენახვის. არ შეიძლება ხორცი არ ინახებოდეს მაცივარში . ხორცი რომელიც ასეთ ადგილებში იყიდება არის შეუმოწმებელი. არ ვიცით ეს ცხოველი ჯანმრთელი იყო თუ დაავადებული, ამიტომ ჩემი რკომენდაციაა არავითარ შემთხვევაში ხორცი და მალფუჭებადი პროდუქტები არ შევიძინოთ ასეთ ადგილებში, სადაც ვერანაირ საბუთს ვერ წარმოადგენენ. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გამყიდველი ვალდებულია რომ წარმოგვისდგინოს ფორმა ნომერი #2. ეს ფორმა არის ვეტერინარის მოწმობაა, რითაც დასტურდება რომ დაკვლის წინ და შემდეგ შეამოწმა ვეტერინარმა რომელიც დანიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და ის გაცცემს ამ ფორმასა და არტყამს ბეჭედს ცხოველის ტან-ხორცზე, საქონლის შემთხვევაში 4 ადგილას უნდა იყოს ბეჭედი დარტყმული ( ბარკლებზე და მხრებზე ) ღორის შემთხვევაში მეხუთე ბეჭედიცაა და ღორის თავზე კეთდება, ამ შემთხვევაში მომხმარებელმა იცის რომ საქონელი იყო ჯანმრთელი, ასევე მომხმარებელი ნახულობს დაკვლის თარიღსაც და ეტიკეტები და წარმოშობა რომ ვიცოდეთ საიდანაა ცხოველი. ამ საბუთის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ძალიან ცოტა ადამიანი კითხოლობს და იცის ამის შესახებ.
ქართულ ბაზარზე ქართული ხორცია უმეტესად თუ იმპორტირებული? ქართული ხორცი ძალიან ცოტაა თითქმის აღარ არის განსაკუთრებით ღორის ხორცი. დაახლოებით 90 % იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებდან შემოდის, ბოლო პერიოდში შემიძლია ვთქვა რომ საქონლის ხორცის იმპორტმაც მოიმატა ამიტომ როდესაც გვეუბნებიან ქართული ხორცი ამას უნდა მოწმობდეს ის ეტიკეი, სადაც ეს ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი. ხორცის შემთხვევაში თითის ერთი დაჭერით ჩაზნექილი ადგილი მალევე უნდა ამოივსოს და არ დარჩეს, თუ ხორცი ახალია არაა ჩაზნექილი ადგილი გვიან ივსება. აქვე ვიტყვი ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცის შესახებაც, ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებული ინგრედიენტია და ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქათამს მოცილდება ღირებული ნაჭრები და რჩება ე.წ ჩონჩხის სახით ის სპეციალურად მუშავდება და უმეტესად ძეხვეულსა და სოსისებში გამოიყენება. აკრძალული ინგრედიენტი არ არის, თუმცა ასეთ პროდუქტს ძალიან მაღალი რისკი აქვს ბოტულიზმის არსებობის, ამის გამოსარიცხად მას ნატრიუმის ნიტრიტებს უმატებენ რომლის დოზების მკაცრი კონტროლია საჭირო იმისათვის, რომ სურსათი იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო! „-ირაკლია არაბული