საფრანგეთის პრეზიდენტის,ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
„დანიის თხოვნით გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს,”-წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით,ოპერაციას „არქტიკის გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან.
გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესვერის სამხედროების ჯგუფს გრენლანდიაში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობაც გაგზავნის.