,,ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია. გმადლობთ, მარია!”-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.