უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი,პეტრ პაველი უკრაინაში იმყოფება.

„ჩემთვის პატივი იყო კიევში მემასპინძლა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველისთვის. მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შინაარსიან მოლაპარაკებებს, რათა წინ წავწიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამშვიდობო ძალისხმევა“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

პეტრ პაველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დაფინანსებით გარემონტებული ლვოვის რეგიონალური საავადმყოფო მოინახულა.