უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისთვის გირაოს თანხა შეიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს.

ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცის, ვინ გადაიხადა მისი გირაო.  მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერმაკისთვის გირაოს თანხის სრული ოდენობა, 140 მილიონი გრივნა, შეტანილი იყო.

ცნობისთვის, 14 მაისს, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 140 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით. ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.