პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საქმეზე „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარმოადგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება.
სარჩელი შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობასა და აკრძალვას ეხება: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.