“6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, “  – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.  მათივე ცნობით, ბაქოში  ირაკლი კობახიძის  ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.   მთავრობის განმარტებით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა   და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა   მოაწერეს. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი   და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.