ნანუკა ჟორჟოლიანთბილისის საქალაქო სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა.

საქმე 2025 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტს ეხება და უწყების განმარტებით, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას უკავშირდება.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.