ლიეტუვაში ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დრონი სავარაუდოდ ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა.
დრონის საფრთხის გამო ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
მოგვიანებით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გაუქმდა. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე დრონის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. საჰაერო განგაშის პერიოდში თავშესაფრებში იმყოფებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის წევრებიც.