რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპრო გასულ ღამეს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კვების პროდუქციის საწყობი, ავტომობილი და კერძო საცხოვრებელი სახლები.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიშები ბოლო პერიოდში კვლავ ინტენსიურ ხასიათს ატარებს.