საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომობილის შევარდნის ფაქტზე სამართალდამცავებმა მძღოლი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის სამართალდამცველების კონტროლქვეშ რჩება — საპატრიარქოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია შესასვლელი ჭიშკარი და შლაგბაუმი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.