“ ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა,”  – ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  მათივე ცნობით, შანსის პროვინციაში მდებარე „ლიუშენიუს“ მაღაროში გაზის აფეთქება პარასკევს საღამოს მოხდა, რა დროსაც მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაშავებულების დასახმარებლად და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ძალისხმევა არ დაიშურონ.

ასევე, სი ძინპინმა ავარიის მიზეზის საფუძვლიანად გამოძიების ბრძანება გასცა.  მაღაროს მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან.