„თქვენს 2026 წლის 22 მაისის NCA0041260907846 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან პ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე.
თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით,”- ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ საპასუხო წერილში, რომელიც 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს გაეგზავნა.