საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.  ისინი საქართველოში    24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.   როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დელეგაციის შემადგენლობას არ აკონკრეტებს.