“ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად აზიანებს „ოცნება” საქართველოს დემოკრატიულ მომავალს – ისინიც იმის მოლოდინში არიან, რომ “ოცნება” სერიოზულად შეხედავს გადატვირთვას, “ – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში იქნება და არა საქართველოში, არის მორიგი გზავნილი საქართველოსთვის, რომ ვიდრე თავად ” ქართული ოცნება” არ იქნება მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, იქამდე უმაღლეს დონეზე შეხვედრების და შესაბამისად, სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს -აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. ცნობისთვის, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიას, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეს და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძე ხვდებიან. როგორც გრიგოლ გეგელიამ შეხვედრამდე აღნიშნა, ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს საკითხით. შეხვედრა ასევე დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.