დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს.მისივე თქმით, თეირანთან დადებული შეთანხმება იქნება ისეთი, რომლის მსგავსიც „არავის უნახავს“. თეთრი სახლის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან შეთანხმების პირობები ბოლომდე მიღწეული არ არის და ის ცუდ გარიგებებს არ დებს.  აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს,”  – ამის შესახებ   კი  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდოეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.   მისი თქმით, მაგიდაზე საკმაოდ მყარი საკითხ დევს ირანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაიწყოს „ნამდვილად მნიშვნელოვანი, დროში შეზღუდული მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“. რუბიოს განმარტებით, პოტენციურ შეთანხმებას დიდი მხარდაჭერა აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მსოფლიოს მხრიდან. მან ასევე გაიმეორა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ჩქარობს და „ცუდი შეთანხმების დადებას არ აპირებს“.