საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში „განსაკუთრებული როლი“ აქვს.
კობახიძის თქმით, ივანიშვილი არის „პოლიტიკის გროსმაისტერი“, რომელსაც „უყვარს საკუთარი ქვეყანა და ხალხი“ და რომელმაც 2012 წელს „დემოკრატიული გზით“ შესაძლებელი გახადა მაშინდელი ხელისუფლების შეცვლა.
მისივე განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ საქართველოს პოლიტიკური სისტემა წარმოაჩინონ როგორც არადემოკრატიული, რასაც ის არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა მოქმედებს.