ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ნაწილს ევროკავშირში შესვლას უკრძალავს.

მისი განცხადებით, პირველად ხდება წინადადების წარდგენა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ევროპა დახურული დარჩება ყველასთვის, ვისაც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობა მიუღია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ცნობით, ახალი სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ტანკერს, დაახლოებით 90 ბანკს და რამდენიმე კრიპტოპლატფორმას.

სანქციების 21-ე პაკეტის წინადადება განსახილველად და საბოლოო დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადაეცათ.