აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლებას განიხილავს.
Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ოპერაციები გააგრძელონ, რადგან, მისი თქმით, თეირანს მოლაპარაკებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.
მისივე განცხადებით, ირანს „შესაძლებლობა ჰქონდა შეთანხმების მიღწევისა და სიტუაციის თავიდან აცილების“, თუმცა ეს არ მოხდა.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებს ირანში სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვა დაევალოს.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურება „ძვირად დაუჯდება“ და ვაშინგტონი შესაბამის რეაგირებას განახორციელებს.