საქართველოს პრემიერ-მინისტრი   ირაკლი  კობახიძე  საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს,  კორტნი ოსტრიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.  „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.   პრემიერ-მინისტრმა კიდევ  ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან  სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან  აღსადგენად.  ირაკლი კობახიძემ   ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.   შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.