რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თბილისმა „სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი“ გააკეთა.

მისი თქმით, მოსკოვი დადებითად აფასებს საქართველოს მცდელობებს, დაასრულოს „გარედან დიქტატი“ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დააფუძნოს.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებითაც, რაც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „თბილისთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე თანამშრომლობის გაფართოებას“ მიესალმება და ამ პროცესს დადებითად აფასებს.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებს „გააზრებულ არჩევანს“, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინტერესებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ.