აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, – ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად გასული ღამის განმავლობაში მხარეებს შორის განხორციელებული დარტყმების გაცვლისა, ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური კონტაქტები არ შეწყვეტილა.
ასევე, CNN-ის ინფორმაციით, კატარის დელეგაციამ თეირანი დღეს დილით დატოვა. დიპლომატიური წყაროს განმარტებით, კატარის წარმომადგენლებსა და ირანის მხარეს შორის მოლაპარაკებები აშშ-სთან კოორდინაციით მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ღამის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს. საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.