ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. კომისარი აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტის მემორანდუმში წარმოდგენილი რეკომენდაციები კვლავაც აქტუალურია. კერძოდ, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დაზარალებულთათვის სრული რეპარაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.