აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ვენსმა განაცხადა, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი ირანთან მოლაპარაკებების ჩარჩოს ჩამოყალიბება, ბირთვულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაა.

„ჩვენ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე გვეყოლება, ხოლო შემდეგ ადგილზე ტექნიკური ჯგუფი დარჩება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენსის თქმით, შვეიცარიაში მხოლოდ ერთი ან ორი დღით დარჩენას შეძლებს, თუმცა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული პროგრესი იქნება მიღწეული.

აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ქვეყნის არმიის მეთაური ასიმ მუნირი, რომლებიც შვეიცარიაში დღეს დილით გაემგზავრნენ.