საქართველოს პარლამენტი დღეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. ომბუდსმენი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატებს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებას გააცნობს.

ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს. მოხსენებისას ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული სანქციების პროპორციულობაზე.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.