საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან 7 კილომეტრში, სოფელ ხონჭიორთან მდებარეობდა, ხოლო მისი სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამ დროისთვის ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.