ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. სტრასბურგში დაგეგმილია ახალი დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ემანუელის ზინგერისი განცხადებით, საქართველო, რომელიც ერთ დროს ევროპულ და დასავლურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად მიიჩნეოდა, დღეს დასავლური დემოკრატიების მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.
ზინგერისის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აგრესიული რუსეთის გავლენისა და მფარველობის ქვეშ ბრუნდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ირანის მზარდ გავლენაზე და აღნიშნა, რომ ეს გარემოება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
საქართველოს საკითხზე დისკუსია და შესაბამისი დოკუმენტის კენჭისყრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიის ფარგლებში გაიმართება.