ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანი განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის და ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ იგეგმება.
„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია ურთიერთგაგების მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იქნება“, – განაცხადა პეზეშკიანმა ისლამაბადიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანის სარაკეტო შესაძლებლობები ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელია.
„რაკეტები რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ჩვენი თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
პეზეშკიანმა აღნიშნული განცხადება პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა, სადაც ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული ვითარების საკითხები განიხილა.