უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა, რომელიც დარჩენილი „კლასტერების“ გახსნას ეხება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმ ეტაპზე მივიდნენ, როდესაც 27 წევრმა სახელმწიფომ 15 ივნისს ერთხმად დაამტკიცა მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური თავის გახსნა. თუმცა შემდგომი პროგრესი ახლა რისკის ქვეშ დადგა.
POLITICO წერს, რომ უნგრეთმა ერთადერთმა ქვეყანამ დაბლოკა წერილის გაგზავნა ევროკავშირის საბჭოსა და კომისიაში, რომელიც წევრი სახელმწიფოების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებდა. დოკუმენტის მიღებას სრული ერთსულოვნება სჭირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უნგრეთის პოზიცია უკავშირდება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პოზიციას, რომელიც სკეპტიკურად უყურებს უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას.
მისი თქმით, ექვსივე მოლაპარაკების კლასტერის ერთდროულად გახსნა არ არის მიზანშეწონილი და შესაძლოა არასწორი სიგნალი გაუგზავნოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც წლებია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან.
POLITICO-ს შეფასებით, ეს ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის ვადებს მნიშვნელოვნად ართულებს და მომავალ კვირას საკითხი კვლავ განხილვის საგანი გახდება.