ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 164-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა  განაცხადა.  მისივე   ცნობით, ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 971-ს აღწევს.  როდრიგესმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შემდეგ 30-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. 

 ვენესუელაში სულ მალე სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფებიც ჩავლენ. მათ შორის აშშ-დან, დომინიკის რესპუბლიკიდან, მექსიკიდან და ელ-სალვადორიდან.  დელსი როდრიგესის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელმაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელელ ხალხს.  

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.