პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, თბილისის მერი. პარლამენტში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასულიერო პირები.
პრემიერ-მინისტრის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.