სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ის რამდენიმე კვირაში გადადგება და  სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.  – ამის შესახებ   ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც ხელისუფლებაში 13 წელი იმყოფება,  27 ივნისს, პროსამთავრობო მიტინგზე  განაცხადა.   “მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები  პრეზიდენტი და შემდეგ გადავდგები,” – აღნიშნა   ვუჩიჩმა.   მიტინგზე   სერბეთის პრეზიდენტმა  ასევე  განაცხადა, რომ ის თავის “სერბეთის პროგრესულ პარტიას” ვადამდელ საპრეზიდენტო და   საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის დაეხმარება.

   ალექსანდრ ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის შუა პერიოდში იწურებოდა.   ცნობისთვის, 2024 წლის  დეკემბრიდან სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს,  მას შემდეგ, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურში თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.