ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე მონიტორინგისა და სათვალთვალო ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ქმედება ომის დასრულების მიზნით მიღწეული დროებითი შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა. ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
უწყების განცხადებით, იერიშები დღეს გამთენიისას განხორციელდა და არღვევს როგორც გაეროს ქარტიას, ისე 18 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის პირველ პუნქტს.
„ეს სასტიკი თავდასხმები აჩვენებს, რომ აშშ უმნიშვნელო ღირებულებას ან სანდოობასაც კი არ ანიჭებს თავის ვალდებულებებს და დაპირებების დარღვევა მისი ბუნების ნაწილია“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თეირანის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე განთავსებული მონიტორინგისა და სათვალთვალო ობიექტები იყო.