ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ მებრძოლების ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ რეაქტიული ყუმბარებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც მათ ჯარისკაცებს ემუქრებოდათ, სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონში რაკეტის გამშვებ მოწყობილობას დაარტყეს.

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, იმ შენობას დაარტყეს, საიდანაც მებრძოლები მოქმედებდნენ და საფრთხის შემცველი რაკეტის გამშვები მოწყობილობა გაანადგურეს.