ჰორმუზის სრუტესთან ბოლო დღეებში მომხდარი ორმხრივი ცეცხლის გაცვლის შემდეგ, შეერთებული შტატები და ირანი ამ ეტაპზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა CNN-თან განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის ორივე მხარე შეჩერდება და გემებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებათ“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რა პოზიცია აქვს ირანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამასთან, კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები სამშაბათს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, შეხვედრას გამართავენ, სადაც არსებული ვითარების განხილვა იგეგმება.