ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე შევიდა.
ადვოკატთან ერთად, არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით, იზოლატორში მისი მამა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანიაც შევიდა.
ისინი გიორგი მალანიასთვის ბრალის წარდგენას დაესწრებიან. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედება ბრალად, რომ იგი გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა და თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.