რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვილკულის განცხადებით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„ხანძარი უკვე ჩამქრალია, მაგრამ ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას. ზიანი დიდია  გაზისა და წყლის მიწოდება შეწყვეტილია“, – განაცხადა ვილკულმა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარი მონაცემებით, საშუალო სიმძიმისაა.