ირანის დედაქალაქ თეირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგლოვიარო მსვლელობა დაკრძალვის ლოცვასაც მოიცავს და მონაწილეები იმამ ჰოსეინის მოედნიდან აზადის მოედნამდე, დაახლოებით 10-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები დიდი მოსალას მეჩეთის კომპლექსის გარეთ, კედლებზე ცარცით სამძიმრისა და გამოსამშვიდობებელი შინაარსის შეტყობინებებს ტოვებენ. სწორედ ამ კომპლექსში იყო შაბათ-კვირას აიათოლა ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების კუბოები დასვენებული.
გავრცელებული ცნობებით, სამგლოვიარო ღონისძიებები კვირის ბოლოს ირანის ქალაქ ყუმსა და ერაყშიც გაიმართება, რის შემდეგაც აიათოლა ალი ხამენეის მის მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ.