პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, გიორგი ბახუაშვილი ახალ თანამდებობას 2026 წლის 6 ივლისიდან იკავებს.