მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, საღამოდან დილის 06:00 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქიდან მოშორებით გაანეიტრალეს.

„მოსკოვთან მიახლოებისას მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – დაწერა სობიანინმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის იაროსლავის ოლქსა და ლენინგრადის ოლქზე მიიტანეს იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბალტიის ზღვაზე მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტები.