აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული კომერციული გემების მიზანში ამოღებისა და თავდასხმებისთვის მძიმე ფასი დააკისრონ მას.აშშ-ის დარტყმები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა“, -აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში. მათი მტკიცებით, ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო გაუმართლებელი, საშიში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა. ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.